,,ხელისუფლება ცდილობს, რომ ალტერნატიული რეალობა შექმნას”- წითლიძე

104
spot_img

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ ალტერნატიული რეალობა შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისგან აღნიშნული ქმედება გასაკვირი არ არის.

“საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაცა გამოგონილი და ალტერნატიული რეალობა შექმნას საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ქვეყანაში, თითქოს საქართველოს მოქალაქეები მას მადლობას უხდიან, როდესაც ის დადის რეგიონებში. რეალურად დაატარებენ საჯარო მოხელეებს, რომლებიც დასაქმებული ჰყავთ ა(ა)იპ-ებში, სიპებში, ხელფასებს უხდიან საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და ამ ადამიანებს ავალებენ იმას, რომ საქართველოს პრემიერ – მინისტრი, სადაც მივა, თითქოს ყველგან უნდა გადაუხადონ მადლობა გამოგონილი მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის. მეორე ალტერნატივის შექმნა, რასაც ცდილობს საქართველოს ხელისუფლება არის ის, რომ ისევ ამ საჯარო მოხელეების გამოყენებით სიპებში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული “ქართული ოცნების” გამოყენებით ცდილობს, საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზოს გამოგონილი რეალობა, თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონში ჩადიან მათ ქვებით და ძალადობით ხვდებიან საქართველოს მოქალაქეები. არა და არანაირი საქართველოს მოქალაქეები აგრესიულად განწყობილი ან პრემიერს, რომ მადლობას უხდიან ასეთები არ არსებობენ, არსებობენ სიპებში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანები “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებსაც შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ ხან ოპოზიციას დაახვედროს და ქვების დაშენა დაავალოს ,ხან პრემიერ მინისტრს დაახვედროს და მადლობის თქმა დაავალოს. ასე იქცევიან ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის რუსეთი, ასე იქცევიან, როგორიც არის ბელარუსი, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებისგან ეს გასაკვირი არ არის ნამდვილად”, – განაცხადა ანა წითლიძემ.