ორშაბათი, მაისი 29, 2023
spot_img
Homeსიახლეებიპოლიტიკა"ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი უვარგისი და დესტრუქციული ძალის მუქარების არავის ეშინია"-ალუდა ღუდუშაური

“ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი უვარგისი და დესტრუქციული ძალის მუქარების არავის ეშინია”-ალუდა ღუდუშაური

spot_img

ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი უვარგისი და დესტრუქციული ძალის მუქარების არავის ეშინია, ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ნარჩენებს საკადრის პასუხს გავცემთ ქართველ ხალხთან ერთად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„მათ ურჩევნიათ საკუთარ პარტიაში გაერკვნენ რა ხდება. ხან ნიკანორ მელია უწესებს სანქციას „ქურქუმალ ვაითს“, ანუ მის ფორმალურ ლიდერს, თავმჯდომარეს, ხაბეიშვილს და ხან ხაბეიშვილი ემუქრება თავისი მაღალი დონის ინგლისურით მელიასა და მის ჯგუფს. ქვეყნისთვის მტრულად განწყობილი უვარგისი და დესტრუქციული ძალის მუქარების არავის ეშინია, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ნარჩენებს საკადრის პასუხს გავცემთ ქართველ ხალხთან ერთად“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები