,,ქვეყანას გამჭვირვალობის კანონი დასავლეთს ვერ დააშორებს” – დავით მათიკაშვილი

7
spot_img

ქვეყანას გამჭვირვალობის კანონი დასავლეთს ვერ დააშორებს, თუმცა ისეთი განცხადებები და ის პოლიტიკა, რომელიც რომელსაც ვაკვირდებით ევროპელი მეგობრების მხრიდან, გარკვეულ კითხვის ნიშნებს წარმოშობს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, რომ არა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ფიქრობს თუ არა, რომ ასეთი საკითხი საქართველოსთან მიმართებაში დადგებოდა იმ ფონზე, როდესაც ურთიერთობის გადახედვაზე დღეს კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა გერმანიის ელჩის მხრიდან.

„ეს არის იმ მცდარი და არამეგობრული პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ყველა ვაკვირდებით. ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი, რომელიც საკონსტიტუციო დონეზეა გაწერილი, სწორედ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. ამ გზაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მსგავსი ნაბიჯების გადადგმა სწორედ რომ არამეგობრული და მცდარი გზა არის. ეს არის სტრატეგიული შეცდომები საქართველოსთან მიმართებით და ნამდვილად სამწუხარო ფაქტია. აბსურდის თეატრმა, რასაც ვუყურებთ, არ შეიძლება ამ ჟანრმა დიდხანს იმუშაოს. ქვეყანას გამჭვირვალობის კანონი დასავლეთს ვერ დააშორებს, თუმცა ისეთი განცხადებები და ის პოლიტიკა, რომელიც რომელსაც ვაკვირდებით ევროპელი მეგობრების მხრიდან, გარკვეულ კითხვის ნიშნებს წარმოშობს.

იმ ფონზე, როდესაც ჩვენი მიზანი მხოლოდ „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალეობა იყო, ვხედავთ, რომ გარკვეული ქვეყნები ცდილობენ ურთიერთობის გადახედვას და იმ სექტორის გაძლიერებას, რომლის გამჭვირვალეობაზეც ჩვენ გვაქვს პრეტენზია. გასაძლიერებლად არავინ არავის უშლის ხელს, არც დაფინანსების კუთხით, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ კანონი, რომელიც ახლახან მიიღო პარლამენტმა, გამჭვირვალეს გახდის ამ დაფინანსების წყაროებს. არ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორები ასეთ რეჟიმში იმყოფებოდნენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.