ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, რომელსაც მეზობელმა დანით ჭრილობა მიაყენა, კლინიკაში რჩება

34
spot_img

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, რომელსაც მეზობელმა დანით ჭრილობა მიაყენა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

ის გუშინ ღამით საეკლესიო კლინიკაში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მას გულმკერდის არეში ჭრილობა აქვს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ასევე აქვს ნეკნის მოტეხილობა.

ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ზაქრო მამასახლისი მესხიშვილის თეატრთან მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში გვიან ღამით დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო და დაჭრით დასრულდა. მამასახლისს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილობრივების ცნობითვე, მეზობელი საკრებულოს დეპუტატს საკანალიზაციო ჭასთან დაკავშირებული საკითხის გამო ედავებოდა.

მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.