ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი თუ რაიმე არსებობს საქართველოში, არის ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი -პრემიერი

51
spot_img

საქართველოში თუ რაიმე ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი არსებობს, ეს არის სწორედ ე.წ. არასამთავრობო სექტორი. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება, ხარჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, ხელისუფლება აწყვდის საზოგადოებას ინფორმაციას, ვინ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვინ სხვა ინტერესებს.

„ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცის, ვინ აფინანსებს და რისთვის აფინანსებს ამ ორგანიზაციებს. ძალიან შეზღუდულია ეს ინფორმაცია, რაც ბუნებრივია, სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ და ვაწვდით საზოგადოებას სათანადო ინფორმაციას, თუ ვინ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვინ სხვა ინტერესებს. გარდა ამისა, თქვენ იცით, იყო არაერთი ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაციებიც კი ფინანსდებოდა უცხოური წყაროებიდან. ეს იყო მაგალითად, „ფრანკლინის კლუბის“ დაფინანსება, „კანვასის“ ტრეინინგები და ა.შ. ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი, თუმცა ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, ამ ბუნდოვანების, გაუმჭვირვალობის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ასეთმა ორგანიზაციებმა პრობლემა არ შეუქმნან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას.

ზოგადად, დონორი როდესაც აფინანსებს გარკვეულ ორგანიზაციას, დონორმა მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შესაბამისი ორგანიზაციის ნებისმიერ საქმიანობაზე, განცხადებაზე. ეს არის ორი სტანდარტი. როცა არ ემიჯნებიან კონკრეტული დონორები, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების განცხადებებს, ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ამ პირობებშიც საზოგადოება არის სათანადოდ ინფორმირებული და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩვენი ინტერესები იყოს სათანადოდ დაცული. ბუნდოვანების მიუხედავად, ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს ვერ შეექმნება პრობლემები“, – განაცხადა კობახიძემ.