“ყველას ვეუბნებით, რომ მზად ვართ ნატოში გასაწევრიანებლად” – ნიკოლოზ სამხარაძე

55
spot_img

ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ მზად ვართ ნატოში გასაწევრიანებლად და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და ნატოში ერთიანობის არსებობა, ეს იქნება ჩვენი გზავნილი ჩვენი პარტნიორების მიმართ ნატო-საქართველოს სხდომაზე, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკას“ ბრიუსელში განუცხადა.

„ოკუპირებული ტერიტორიები და ის საფრთხეები, რომლებიც რუსეთიდან მომდინარეობს ეს იქნება მთავარი განხილვის თემა და ასევე განხილვის თემა იქნება ის გავლენა, რომელიც რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ აქვს გავლენა შავიზღვისპირეთზე, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი