,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, მოლაპარაკებების გახსნაზე”- კობახიძე

24
spot_img

ამ შეხვედრებმა, ამ ორმა დღემ რეალურად აჩვენა ის, რომ პროგრესი გვაქვს ძალიან კარგი, ტენდენცია არის ძალიან კარგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე მოლაპარაკებების გახსნა.

„ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დაფიქსირდა ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. შესაბამისად, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება ამ წლის ბოლომდე“, – განაცხადა პრემიერმა.