Home Blog Page 4

გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები-სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, – ამის შესახებ ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში.

„აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.

კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმისა და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვებისა და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება.
მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსისა და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება.

აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად, დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზებისა და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნდეს მშვიდობა“, – წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ამ კანონის უკან არანაირი არც პათოსით, არც ფორმულირებით, არაფერი რუსული არ დევს -გიორგი ვოლსკი

პლენარულს სხდომაზე მიღების შემდეგ, უნდა ველოდოთ პრეზიდენტის ვეტოს, ეს ვეტოც განსახილველია, ამასაც ვადები აქვს და ვეტოს დაძლევის შემთხვევაში რეალურად მიღებული იქნება ეს კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ჩვენი მთავარი ლოზუნგი არის „არა რუსულ კანონს“ და რა თქმა უნდა, დიახ, „კი გამჭვირვალობას“. ამ კანონის უკან არანაირი არც პათოსით, არც ფორმულირებით, არაფერი რუსული არ დევს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

რაფაჰში სასაზღვრო გამშვები პუნქტი კერემ შალომი დღეს გაიხსნება

რაფაჰში, სამხედრო ოპერაციის შედეგად ჩაკეტილი სასაზღვრო გამშვები პუნქტი კერემ შალომი დღეს გაიხსნება, – ამის შესახებ ისრაელზე დაყრდნობით, შეერთებული შტატები იუწყება.

საგანგებო განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ 24-საათიანი პაუზის შემდეგ, ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება აღდგება.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ მივანიშნეთ, რომ დაკეტილი გასასვლელები უნდა გაიხსნას, ჩაკეტვა დაუშვებელია. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სექტორში ჰუმანიტარული დახმარება უნდა გააქტიურდეს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, შედგეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც მძევლების გათავისუფლებას შეუწყობს ხელს. პრეზიდენტი ბაიდენი პრემიერ ნეთანიაჰუს ამის შესახებ კიდევ ერთხელ ესაუბრა და მისგან პირობა მიიღო, რომ კერემ შალომის გასასვლელი გაიხსნება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან პიერმა.

13-15 მაისს ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვეწვევი-გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს, რომ 13-15 მაისს საქართველოს ეწვევა.

„13-15 მაისს ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვეწვევი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს. ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველოდებით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას“, – წერს როთი.

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს გარემოებები ისე სწრაფად იცვლება, რომ მოულოდნელ პრობლემებზე სწრაფი რეაგირებისთვის უნდა მოემზადოთ. მთლიანობაში, ხელსაყრელი დღეა, რომელიც პოზიტიური ცვლილებების განხორციელების საშუალებას მოგცემთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

კურო

დაწყებული საქმე ბოლომდე რომ მიიყვანოთ, დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას ცდილობენ და თქვენს ნერვებს გამუდმებით გამოცდას უწყობენ. გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ზოგი პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ თქვენთვის დამახასიათებელი წინდახედულობა გამოიჩინოთ.

ტყუპები

ამ დღეს რთული ამოცანების გადაჭრას უნდა მოერიდოთ – ძალებს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან კარგად ნაცნობი საქმეებიც კი ჩვეულებრივზე მეტ დროს წაგართმევთ. ვარსკვლავები გვირჩევენ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და დახმარებისთვის ოჯახის წევრებს ან მეგობრებს მიმართოთ.

კირჩხიბი

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. მგზავრობა სამომავლოდ უნდა გადადოთ, რადგან გზაზე უსიამოვნებები გელით – შეიძლება დაგაგვიანდეთ, თანამგზავრებთან იჩხუბოთ ან საბუთები სახლში დაგავიწყდეთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი უნდა იყოთ და დაუფარავად უთხრათ ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ეს დაგეხმარებათ, რომ მოსალოდნელი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.

ლომი

ამ დღეს ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ, თქვენს პირად და ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები შეამციროთ. ვარსკვლავებ,ი გირჩევენ საგადასახადო დავალიანება შეამოწმოთ, რათა უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. შეძენისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მაღაზიებში სიარულს უნდა მოერიდოთ.

ქალწული

ბევრი ქალწული ამ დღეს დაძაბულობას და გაურკვევლობას იგრძნობს. გირჩევთ, უარი თქვათ საეჭვო შეთავაზებებზე და ბიზნესში არ გარისკოთ. მეგობრული დამოკიდებულება უნდა გამოიჩინოთ მათ მიმართაც კი, ვინც არ მოგწონთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ.

სასწორი

სასურველია, ამ დღეს აქტიურობა შეამციროთ და დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არაფერში ჩაერიოთ, რაც თქვენ გარშემო ხდება. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ეცადეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. ივარჯიშეთ და სუფთა ჰაერზე ისეირნეთ.

მორიელი

გირჩევთ, თქვენი პრინციპების, პარტნიორების ან მეგობრების ერთგული დარჩეთ. ახლა სიახლეებისა და ექსპერიმენტების დრო არაა. მოერიდეთ ისეთ კონფლიქტებში ჩარევას, რომლებიც თქვენ არ გეხებათ. ამის ნაცვლად, ეცადეთ თქვენი პროფესიული დონე გააუმჯობესოთ და ახალი უნარები შეიძინოთ – ისინი მალე კარიერული წინსვლისთვის დაგჭირდებათ.

მშვილდოსანი

ნუ მოგატყუებთ მოჩვენებითი სიმშვიდე თქვენ გარშემო. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გირჩევთ, დაგეგმილი მოგზაურობა რამდენიმე დღით გადადოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის ხანდაზმულ წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. საშუალება გექნებათ, რომ თქვენი ინოვაციური იდეები განახორციელოთ, თუმცა, სწრაფ შედეგებს არ უნდა ელოდოთ. სავარაუდოდ, სასურველი შედეგის მისაღწევად რომელიღაც რესურსი ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაკლიათ.

მერწყული

ამ დღეს ტრავმის რისკი ახლავს, ამიტომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე გმართებთ. ამ დღეს ყველა საქმე ჩვეულებრივზე ნელა მოგვარდება, ამიტომ ჯობს აქტიურობა და ფინანსური საქმეები სამომავლოდ გადადოთ ამის ნაცვლად, გამოყავით დრო საოჯახო საქმეებისთვის.

თევზები

ამ დღეს კრიტიკას განსაკუთრებით მძაფრად განიცდით და უწყინარ შენიშვნაზეც კი მწვავედ რეაგირებთ. ეცადეთ, ახლოს იყოთ მათთან, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში მხარს გიჭერთ. მოერიდეთ კამათს და ურთიერთობების გარკვევას. დროა, თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იფიქროთ.

თბილისში სამ ლოკაციაზე 11 მაისს „ევროპის მარში“ დაიგეგმა

11 მაისს, თბილისის სამ ლოკაციაზე „ევროპის მარში“ დაიგეგმა.

კერძოდ, მარშის მონაწილეები დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი; მეტრო 300 არაგველი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და IDFI-ის დირექტორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე თავდასხმის საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

საქმე 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა გულისხმობს

შვედეთის საელჩოსთან ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს თავს დაესხნენ.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი კლდიაშვილმა შვედეთის საელჩო დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ – პიტერ სტანო

ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, წევრი ქვეყნები ერთსულოვნად იღებენ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

სტანოს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელისადმი 31 ევროპარლამენტარის მიმართვასთან დაკავშირებით, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ჟურნალისტი დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია კანდიდატის სტატუსის შეჩერება ტექნიკურად და ვის შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება.

„პირველ ყოვლისა, როგორც წესი, ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს სხვა პარტნიორების წერილებზე. რაც შეეხება პროცედურებს, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უკავშირდება, მიიღება ევროკავშირის წევრების მიერ ერთსულოვნად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც საქმე ეხება ინდივიდუალური ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ნებისმიერი შემდგომი ნაბიჯის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთსულოვნად. ეს არის ის, რაც ხდება ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. შემდეგ დისკუსიების საფუძველზე და იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელსაც ერთსულოვნად იღებენ წევრი სახელმწიფოები“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

„ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არსებით ნაწილში დარღვევა არ ყოფილა” – ბექა ძამაშვილი

ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს, არის ის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

„ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ არსებით ნაწილში დარღვევა არ ყოფილა, საქმეში არ არის რაიმე ისეთი მტკიცებულება, რომელიც არსებითად მესამე მუხლს დაარღვევდა. მომჩივნებს მიენიჭათ კონკრეტული ფულადი კომპენსაცია. ასევე, რისკენაც მოუწოდა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს, არის ის, რომ გამოძიება დროულად დასრულდეს და მივიდეს კონკრეტულ შედეგებამდე,“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა

სტრასბურგის სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე მოქალაქეების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

,,13-15 მაისს ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვეწვევი ”- გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი სოციალურ ქსელში წერს, რომ 13-15 მაისს საქართველოს ეწვევა.

„13-15 მაისს ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვეწვევი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს. ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველოდებით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას“, – წერს როთი.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე მიწვევა არ მიუღია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე მიწვევა მოსკოვიდან არ მიუღია.

ინაუგურაციაზე დასწრების მიწვევა მივიღე თურქეთის პრეზიდენტისგან, მაგრამ არა რუსეთის პრეზიდენტისგან“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფაშინიანის თქმით, პრესკონფერენცია რომელსაც ატარებდა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსკოვში გამართული ღონისძიება.

სომხეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ არც 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

„გასულ წელს გამართულ 9 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა მივიღე და არ ვთვლი, რომ მასში მონაწილეობა ყოველ წელს უნდა მივიღო. თქვენ არ მოგეჩვენებათ უცნაურად, რომ სომხეთის ლიდერი ყოველ წელს ესწრებოდეს 9 მაისის აღლუმს?“, – იკითხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

,,ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ არამარტო წევრები, არამედ დამრიგებლებიც” – ვოლსკი

არც ერთი მათი ფორმულირება ობიექტური არ არის, – ამგვარად შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ 31 ევროპარლამენტარის მიმართვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელისადმი, სადაც ისინი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

„ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ არამარტო წევრები, არამედ დამრიგებლებიც და საკმაოდ სერიოზულად ჩართული ადამიანები საქართველოს შიდა საკითხებში. რაც მთავარია, არც ერთი მათი ფორმულირება ობიექტური არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.