“ყველა მიმართულებით ჩვენ ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ოჩამჩირის თემასთან დაკავშირებით” – ირაკლი კობახიძე

94
spot_img

ყველა მიმართულებით ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის იმავე ოჩამჩირის თემასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ეროვნული ინტერესებია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მსჯელობას გამოეხმაურა.

„ქვეყანას აქვს ყველა მიმართულებით ძალიან მყარი პოზიცია. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ არ ვუშვებთ საქართველოში მათთვის გვერდის ავლას, რასთან დაკავშირებითაც საქართველოში მყოფმა მისიებმაც დაადასტურს, რომ საქართველო არ გამოიყენება სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის ოჩამჩირის თემასთან დაკავშირებით, მკაფიოდ გამოხატული იქნა ჩვენი პოზიცია. აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით სახელმწიფოს ერთადერთი ამოცანა, მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ეროვნული ინტერესებია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.