ყოველდღიურად ძალიან ბევრი მტკიცებულება იდება, რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი “ნაცი” -მამუკა მდინარაძე

58
spot_img

ძალიან ბევრი მტკიცებულება იდება ყოველდღიურად, თუ რატომ არის სალომე ზურაბიშვილი ერთი რიგითი „ნაცი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა გადაინაცვლა რიგითი რადიკალური „ნაცებისა“ და იმ ადამიანის რიგებშიც კი, რომლებიც არ ერიდებიან პატრიარქზე თავდასხმას.

„სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და პატრიარქზე, ქართულ ეკლესიაზე პირდაპირ შტურმი მიიტანა რამდენიმე დღის წინ. როდესაც მისი წარმომადგენელი გვევლინება „ნაცების“ კიდევ ერთი შტოს, გვარამიას რაღაც გამოგონილი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად თუ წევრად, ესეც ერთი მტკიცებულებაა, რომ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი, ასევე „ნაცი“, გახლდათ მათი მხარდამჭერი და ეს თავადვე დაამტკიცა, რადგან შეუერთდა ვირტუალურ გუნდს, რომელიც შექმნა ნიკა გვარამიამ, ასევე ერთ-ერთმა რიგითმა „ნაცმა““, – განაცხადა მდინარაძემ.