ყაზახეთის მთავრობა, რომელსაც ალიხან სმაილოვი ხელმძღვანელობდა, გადადგა. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მათი ცნობით, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს დროებით რომან სკლარი შეასრულებს, რომელიც აქამდე პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე კი შესაბამის მოვალეობებს გადამდგარი მინისტრები შეასრულებენ.
მთავრობის გადადგომის მიზეზები არ ჟღერდება.