ყარაბაღში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

206
spot_img

ყარაბაღის რეგიონში, სტეფანაკერტის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულების დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის, უცნობია.