ყარაბაღიდან სომხეთში 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა

233
spot_img

ყარაბაღის რეგიონიდან სომხეთის ტერიტორიაზე უკვე 13 500-ზე მეტი ადამიანი შევიდა, – ინფორმაციას სომხეთის მთავრობა ავრცელებს.

„26 სექტემბერს 8:00 საათის მდგომარეობით, სომხეთის რესპუბლიკაში მთიანი ყარაბაღიდან 13 550 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა“, – ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში.

მათი განმარტებით, მთავრობა ყველა მოქალაქეს, ვისაც წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი არ აქვს, შესაბამისი საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, ყარაბაღის რეგიონის ეთნიკურად სომეხმა მოსახლეობამ რეგიონის დატოვება აზერბაიჯანის მიერ რეგიონში განხორციელებული ოპერაციის შემდეგ დაიწყო, რომელიც, აზერბაიჯანის ხელისუფლების განმარტებით, რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით ჩაატარეს.