„ყარაბაღი არის აზერბაიჯანი და ნებისმიერი სხვა სტატუსი არ განიხილება“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ერდოღანის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა მთავარი მიზანია.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და კატეგორიულად ვგმობთ სომხეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი მიჰყვება პრინციპს „ერთი ერი – ორი სახელმწიფო“.