ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს – მამუკა მდინარაძე

14
spot_img

ქართველმა ხალხმა დაამტკიცა ერთი მთავარი რამ, რომ ქართველებს ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს – ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში გარდა ეროვნული ხელისუფლებისა, ვერასდროს ვერავინ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში მოწყობილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ კომისიის წევრებს მოუწოდა ბოლომდე მიადევნონ თვალი საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

„გილოცავთ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ, თქვენ აქ ვინც ხართ. ქართველმა ხალხმა დაამტკიცა ერთი მთავარი რამ, რომ ქართველებს ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს. ამიტომ ჩვენს ამაყ საქართველოს გაუმარჯოს! ყველას დიდი მადლობა, მინდა დავიწყო ამომრჩევლით, საქართველოს თითოეული მოქალაქით, ვინც დღეს გამოვიდა მართლა ქუდზე კაცი და დადო ეს შედეგი. ერთ ამბავს გაგიმხელთ, წეღან ვითვლიდით, როგორც კი გამოცხადდა შედეგები, კალკულატორი ამოვიღეთ, 100 მანდატი გვექნება თუ არაო. ჯერ დეტალებზეა ბევრი რამ დამოკიდებული, ჩვენი საარჩევნო კომისიის წევრებს, ჩვენს აქტივს მოვუწოდებ, რომ კარგად დავთვალოთ, ბოლომდე იქ ვიყოთ, მონაცემები კი არ შევინარჩუნოთ, შეიძლება მეტი იყოს და ამაღლდეს ეს მონაცემები. ტალახაძე ამბობდა, ხომ არ ავწიოო ზემოთ და შეიძლება აიწიოს მონაცემებმა. ყველას უღრმესი მადლობა და მადლობა ჩვენს პარტიულ ოჯახს, დაწყებული ბატონი ბიძინადან. გულწრფელი მადლობა იმისთვის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ თითოეული ჯარისკაცი ბატონი ბიძინას ხელმძღვანელობით აკეთებს. „ქართულ ოცნებას“ გაუმარჯოს! დღეს დაიწერა ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი, სადაც ქართველებმა ვთქვით, რომ ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში გარდა ეროვნული ხელისუფლებისა ვერასდროს ვერავინ გაიმარჯვებს. ამიტომ ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ იდენტობას, ყველაფერს ქართულს გაუმარჯოს.“- განაცხადა მდინარაძემ.