“ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ” – ზურაბიშვილი

61
spot_img

“მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან. ისინი იქ ნებაყოფლობით, საკუთარი არჩევანით ქართულ ღირსებას წარმოადგენენ. მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს, რომლებმაც იქ თავიანთი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენთვის ძალიან ღირებული არიან” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მოხალისეებთან შეხვედრის დროს განაცხადა. დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა შოვის ტრაგედიისას დაღუპული 3 ახალგაზრდა ღირსების მედლით დააჯილდოვა.