არ შეგვიძლია, ევროკავშირის კარი დავუხუროთ საქართველოსა და ქართველ ხალხს. ქართველები სრულად იმსახურებენ იმას, რომ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და მათ მოვეპყროთ ისევე, როგორც უკრაინელებსა და მოლდოველებს, – ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა.
„ვაფასებთ უკრაინისა და მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესს, მიუხედავად უჩვეულო გარემოებებისა და პირობებისა. არ შეგვიძლია, ევროკავშირის კარი დავუხუროთ საქართველოსა და ქართველ ხალხს. ქართველები სრულად იმსახურებენ იმას, რომ იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და მათ მოვეპყროთ ისევე, როგორც უკრაინელებსა და მოლდოველებს. მათი კანონიერი ადგილი ევროკავშირშია, მიუხედავად იმ ზოგიერთი შემაწუხებელი ნაბიჯისა, რომელსაც მათი მთავრობა დგამს“, – აღნიშნა ფოტიგამ.