“ქართული ოცნების” მთელი პოლიტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის გაფართოვების მიღმა საქართველოს დატოვება მათთვის პრობლემური არ იქნება”-ხატია დეკანოიძე

119
spot_img

პრეზიდენტის განცხადებას სრულად ვეთანხმები, პრეზიდენტი არ არის ერთადერთი, ვინც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო გაფართოვების ტალღაში არ მოხვდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უდიდესი რაოდენობა შემოდის და ფრენების აღდგენა მოხდა.

„ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკის გამძაფრება ხდება. „ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის გაფართოვების მიღმა საქართველოს დატოვება მათთვის პრობლემური არ იქნება, პირიქით. ისინი ფიქრობენ, რომ ამაზე გაცილებით დიდი ძალაუფლების მონოპოლიზაცია გააკეთონ. პრეზიდენტს იმ ნაწილშიც ვეხმარები, რომ თუ ვინმეს გაუხარდება, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს, პირველ რიგში, ეს რუსეთი იქნება. რუსეთთან გახსნილი ურთიერთობები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელოვან მომენტს აფერხებს. თუ საქართველო სტატუსს მიიღებს და დიდი იმედი მაქვს, რომ მიიღებს, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურება არ იქნება. ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება და გეოპოლიტიკური ვითარების გამო გადადგმული ნაბიჯი, რითაც ევროპა და ევროკავშირი გადაწყვეტენ, რომ საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დატოვონ“, – განაცხადა დეკანოიძემ.