„ქართული ოცნება“ “რუსული ოცნებაა” – პრეზიდენტი

25
spot_img

„ქართული ოცნება“ “რუსული ოცნებაა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი ევროპული გზის გადარჩენას ნიშნავს.

„მე ძალიან დიდხანს ბევრ რამეზე თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ ვთვლიდი, რომ როცა ქვეყნის პრეზიდენტი მთავრობას კვალიფიკაციას აძლევს, მაგალითად, პროროსული არის თუ არ არის – უამრავჯერ მკითხეს საზღვარგარეთ. ყოველთვის თავს ვიკავებდი იმიტომ, რომ არ შეიძლება, ქვეყანას თავისი გზა გადაუჭრა, მაგრამ ახლა უკვე ჩვენ ისეთ გზაჯვარედინსა და „ან-ან“ სიტუაციაში ვართ, რომ რაც პრეზიდენტს მოეთხოვება, ნეიტრალურობა, სიფრთხილის შენარჩუნება, სახელმწიფოზე ფიქრი, დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და ევროპის გზის გადარჩენა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.