ოთხშაბათი, ივნისი 7, 2023
spot_img
Homeსიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნება“ 20 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ 5 პროცენტი - NDI-ის გამოკითხვა

„ქართული ოცნება“ 20 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ 5 პროცენტი – NDI-ის გამოკითხვა

spot_img

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით მორიგ კვლევას აქვეყნებს.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 „ქართული ოცნება“ – 20%

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 5%

 სხვა პარტიები – 6%

 არცერთი პარტია – 34%

 არ იცის ან უარი პასუხზე – 35%

ამასთან, როგორც NDI-ის კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეების უმეტესმა ნაწილმა არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები