“ქართულ ქარტიას” 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს

71
spot_img

პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 ორბელიანების სასახლეში ქარტიას ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა: „საქართველოს მწვანეთა პარტია“ – გია გაჩეჩილაძე, „სამართლიანობისთვის“ – ეკა ბესელია, „დროა“ – ელენე ხოშტარია, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – ზურაბ ჯაფარიძე, „ევროპელი დემოკრატები“ – პაატა დავითაია, „კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანი, „ლელო საქართველოსთვის“ – მამუკა ხაზარაძე, „ახალი“ – ნიკა მელია, „მოქალაქეები“ – ქეთევან თურაზაშვილი, „ანა დოლიძე ხალხისთვის“ – კახაბერ დვალიშვილი, „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – ირაკლი ჯამბურია , „სტრატეგია აღმაშენებელი“ – პაატა მანჯგალაძე, „ევროპული საქართველო“ – გიგა ბოკერია, „რესპუბლიკური პარტია“ – დავით ბერძენიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – თინა ბოკუჩავა, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – ნიკა მაჭუტაძე, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – ბაჩუკი ქარდავა.

„ქართულ ქარტიას“ ხელი მოაწერეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა: ნატო ჩხეიძემ, როსტომ ჩხეიძემ, თამარ კორძაიამ, ხატია დეკანოიძემ და არმაზ ახვლედიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ 26 მაისს წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.