„ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე კონტროლის დამყარება არასოდეს უცდია”- სუბარი

25
spot_img

სასამართლო იყო სისტემის ნაწილი. სასამართლოში რომ მოხვდებოდა ადამიანი, მას უნდა სცოდნოდა, რომ მისი გამართლება არ არსებობდა; მას უნდა სცოდნოდა, რომ ციხეში როცა მოხვდებოდა, წამების მსხვერპლი იქნებოდა აუცილებლად, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა „იმედის კვირაში“ „ნაციონალური მოძრაობის მმართველობაზე საუბრისას განაცხადა.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთ ლიდერის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სასამართლოზე კონტროლის დამყარება არასოდეს უცდია.

„თამამად ვიტყვი, რომ „ქართულ ოცნებას“, სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის დამყარების ცდუნება არ ჰქონია. მსგავსი იდეა არ დაბადებულა. ჯერ ერთი, მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერი და ამას არც დაუშვებდა და თავშიც არ გაუელვებდა, თუმცა, ზოგადად ეს მცდელობა არც ყოფილა“, – აღნიშნა სუბარმა.