ქარელში არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს

113
spot_img

ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არასრულწლოვანი გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს.

არსებული ინფორმაციით, გოგო 2011 წელს არის დაბადებული. მომხდართან დაკავშირებით კი 1 პირია დაკავებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წლის ასაკის მიუღწევლის სხეულში.