ქალი, რომელსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდა, გარდაიცვალა – რა მოხდა ბათუმში

62
spot_img

ბათუმში კლინიკა “ბაუს” რეანიმაციულ განყოფილებაში 31 წლის ქალი გარდაიცვალა – ირკვევა, რომ ახალგაზრდა კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, 31 წლის ქალს საკეისრო კვეთა სხვა კლინიკაში ჩაუტარდა. ბავშვი გადარჩა, თუმცა მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

31 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “აჭარათაიმსმა” გაავრცელა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.