“ქალებს გვაწუხებს ის, რომ გვკლავენ!” – ხატია დეკანოიძე

17
spot_img

ქალებს გვაწუხებს ის, რომ ქალებს გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ქალებს კლავენ და ამაზე არც ერთი კონკრეტული ნორმალური პოლიტიკური დოკუმენტი არ შექმნილა ამ ხნის განმავლობაში და პრინციპში, არც ერთი ხელისუფლების პერიოდში“, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ფემიციდი სერიოზული გამოწვევაა და ამ პრობლემაზე, სამწუხაროდ, კოლეგა მამაკაცი დეპუტატები ყურადღებას არ ამახვილებენ.

„ამ ძალიან მძიმე პრობლემაზე ჩემმა ქალმა კოლეგებმა ისაუბრეს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არ მახსენდება უმრავლესობის წევრი არც ერთი კაცი და ასევე, გულისტკივილით უნდა ვთქვა, ძალიან იშვიათად მახსენდება ოპოზიციიდან გამოსული კაცი, რომელიც ისაუბრებდა ქალების მკვლელობაზე და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ ქალები აღარ მოკლან. რამდენიმე დღის წინ მოკლეს ახალგაზრდა ქალი, აჩეხეს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას, სახელმწიფოს არ გაუკეთებია არც ერთი მინიშნებაც კი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე პრობლემას და გამოწვევას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.