პუტინს სანქციებით ვერ დაამარცხებთ, თუ მართლა გინდათ პუტინის დამარცხება, მოსაწყენები არ უნდა იყოთ, – ამის შესახებ ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში განაცხადა.
იულია ნავალნაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალექსეი ნალავნი პუტინის ციხეში იჯდა, იქიდანაც კი ახერხებდა ხალხისთვის შთაგონების მიცემას.
„პუტინის პატიმრობაშიც კი ალექსეიმ მოახერხა ისეთი პროექტების და იდეების გაჟღერება, რომლებიც კრემლს პანიკაში აგდებდა“, – ამბობს ნავალნაია.
ალექსეი ნავალნის მეუღლემ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ პუტინის დამარცხება რეზოლუციებით ან მორალზე დაფუძნებული კანონებით შეუძლებელია.
„ეს არის პასუხი თქვენს შეკითხვაზე. თუ მართლა გინდათ პუტინის დამარცხება, ინოვატორები უნდა გახდეთ და აღარ უნდა იყოთ მოსაწყენები. ვერ დააზიანებთ პუტინს კიდევ ერთი რეზოლუციით ან სანქციებით, რომლებიც წინა სანქციებისგან არ განსხვავდება“, – განაცხადა ნავალნაიმ.