პუტინმა საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის საპასუხო ზომების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

90
spot_img

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევისწინააღმდეგ საპასუხო ზომების განხორციელების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, საზღვარგარეთ რუსეთის საკუთრებაზე უფლებების ჩამორთმევის ან შეზღუდვის შემთხვევაში, არამეგობრულ ქვეყნებთან დაკავშირებული და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აქტივებისთვის წესდება გარე მართვა.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, დროებითი მართვა შეიძლება შეეხოს მოძრავ და უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, აქციებს საწესდებო კაპიტალებში, აგრეთვე ქონებრივ უფლებებს.

„დროებით მართვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მისი სარგებლობიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე“, – ნათქვამია განკარგულებაში.

უცხოური აქტივების სიაში, რომლებიც საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის გამო ფედერალური მთავრობის ქონების მართვის სააგენტოს, „როსიმუშესტვოს“ დროებითი მართვის ქვეშ გადავიდნენ, მოხვდა აქციონერთა წილები ორ კომპანიაში: Fortum-სა (98 პროცენტზე მეტი) და Unipro-ში (83 პროცენტზე მეტი).