“პუტინის სტილის” აქცია – ზურაბიშვილი “ოცნების” კონტრაქციაზე

21
spot_img

“პუტინის სტილის” აქცია – ასე აფასებს პრეზიდენტი “ქართული ოცნების” კონტაქციას და რეგიონებიდან მოსახლეობის ჩამოყვანას.

პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც კოლონები ჩანს, რომლებიც თბილისისკენ მოდიან.

გუშინ, მასიური სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

დღეს “პუტინის სტილის” აქცია: საჯარო მოხელეები “ავტობუსით” თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების დასაფასებლად.

ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველო!” – წერს პრეზიდენტი.