რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ძალაუფლება ამჟამად საკმაოდ სტაბილურია, მის მიერ შექმნილ სისტემაში არანაირი ბზარები არ ჩანს. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, ბრუნო კალმა განაცხადა.
მისივე თქმით, ომის მეთოდების საჯარო კრიტიკა სისტემისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა კრიტიკის ცალკეული შემთხვევები, მაგალითად, საბრძოლო მასალების მიწოდების საკითხზე, სისტემის მერყეობის ან ჩამოშლის არანაირი ნიშანი ჯერჯერობით არ არსებობს. ჩვენ ვერ ვხედავთ ბზარებს პუტინის მიერ შექმნილ სისტემაში“, – განაცხადა ბრუნო კალმა.
მისივე განცხადებით, რუსეთს ხანგრძლივ პერსპექტივაში ომის წარმოება შეუძლია – მას საკმარისად აქვს როგორც ადამიანური რესურსი, ასევე შეიარაღება და საბრძოლო