,,პრორუსულობას ამ ქვეყანაში არავინ გაპატიებს”- პრეზიდენტი

20
spot_img

პრორუსულობას ამ ქვეყანაში არავინ გაპატიებს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მას რუსეთთან დაკავშირებული კითხვა დაუსვეს.

ამასთანავე, ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ინტერესში შედის კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიული წყობის შემოტანა.

„ჩვენ კი არ უნდა ვფიქრობდეთ რა არის რუსეთის ინტერესი, რადგან არასოდეს გვეცოდინება ბოლომდე რა არის მისი ინტერესი, არამედ უნდა ვფიქრობდეთ რა არის საქართველოს ინტერესი.

ჩემი და სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან მჯერა, რომ დღეს დადგა დრო, როდესაც საქართველოს ინტერესში არის კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიული წყობის შემოტანა. იმიტომ რომ დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენ ვცხოვრობთ მეტ-ნაკლებად ერთპარტიულ სისტემაში. ეს არის ალბათ, რაც უნდა დასრულდეს.

საქართველოში პრორუსული მთავრობა ვერ იქნება, როგორც კი ეს გადააჭარბებს რაღაცა ნიშნებს, რომელიც შეიძლება იყოს სიფრთხილის თუ ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილში და ალბათ ცდუნებები არსებობს, როგორც კი ეს გავა ამის იქით და გაჩნდება ნიშნები პრორუსულობის, ის მთავრობა, ხელისუფლება, ძალა ვერასოდეს იარსებებს საქართველოში. პრორუსულობას ამ ქვეყანაში არავინ გაპატიებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.