პრიგოჟნს ველაპარაკე, მოვუწოდე, პირადი ამბიციები ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში არ აერიოს – კადიროვი

155
spot_img

ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, მან „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს მოუწოდა რომ პირადი ამბიციები ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში არ აერიოს.

კადიროვის თქმით, პირადი ამბიციების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამშობლოს სიყვარული დაივიწყონ.

„ველაპარაკე ევგენი პრიგოჟინს და მოვუწოდე რომ პირადი ამბიციები ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში არ აერიოს. პიროვნული ამბიციების მქონე ადამიანს შეუძლია სამშობლოს სიყვარული დაივიწყოს“, – განაცხადა კადიროვმა და დასძინა, რომ წარუმატებელი გარიგებების ჯაჭვმა, რომელშიც პრიგოჟინი მონაწილეობდა არ გაამართლა.

„იფიქრეთ ქვეყნის მომავალზე, თქვენს ოჯახებზე, შვილებზე. ასეთმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს დამღუპველი შედეგები. ახლა ყველაფერი დასრულდა მშვიდობიანად, სისხლის ღვრის გარეშე, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგვარად დასრულებულიყო“, – აცხადებს რამზან კადიროვი.

ცნობისთვის, 23 ივნისს, გვიან ღამით კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ რუსეთში სამხედრო გადატრიალებას გეგმავს, რასაც მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერმა“ კონტროლი მოიპოვა დონის როსტოვის სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებსა და ვორონეჟის რამდენიმე ობიექტზე.

24 ივნისს, საღამოს, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.