საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ამ დრომდე არ გაუცია ნებართვა 31 მაისს ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.
„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 18 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა იქნება 2010 წლის შემდეგ, როდესაც ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მოისმენენ.