პრეზიდენტი ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერ პარტიებთან მიღებას გამართავს

14
spot_img

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერ პარტიებთან მიღებას გამართავს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიღებაზე პრეზიდენტი პარტიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართავს.

შეხვედრა, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, მედიისათვის დახურული იქნება და ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს.

შეგახსენებთ, ობერლიანების სასხლეში დილიდან პოლიტიკური პარტიების მხრიდან წარმომადგენლები „ქართულ ქარტიზე” ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს.