პრეზიდენტი ორბელიანის სასახლეში იენს სტოლტენბერგს მასპინძლობს

9
spot_img

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ორბელიანის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ამ წუთებში მხარეები აუდიენციას უკვე გაფართოებული შემადგენლობით მართავენ.

ამასთან, პრეზიდენტის სასახლეში სტუმრობის ფარლებში, ნატოს გენერალურმა მდივანმა საპატიო წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე დახვდნენ, რის შემდეგაც, მთავრობის ადმინისტრაციაში ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ლიდერების ერთობლივი ბრიფინგი მოჰყვა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოდან ხვალ სომხეთში გაემგზავრება.