,,პრემიერის შეთავაზებაზე მოძრაობა „ჯიუტის“ უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ”- მიქანაძე

15
spot_img

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან და სათქმელი არაფერი აქვთ, – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე გივი მიქანაძე მოძრაობა „ჯიუტის“ მიერ ნათქვამ უარს პრემიერის შეთავაზებაზე, გამართონ დისკუსია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.

„პრემიერის შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ არის უპრეცედენტო ხასიათის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი ღიაობა და მზაობა არის იმისთვის, რომ ყველა დეტალი იყოს განხილული. ყველამ კარგად იცის, რომ „ჯიუტი“, „სირცხვილია“ და მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც თავს არასამთავრობოებს უწოდებენ, ისინი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაციები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დიალოგი მათ არ აწყობთ, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოდიან და სათქმელი არაფერი აქვთ.

გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.