პირველი ვიზიტი უბრალოდ განსაზღვრავს რა კურსს ანიჭებენ ისინი უპირატესობას, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში.
„პირველად რომ ჩინეთში ჩასულიყო ხომ გასაკრიტიკებელი გვეყოლებოდა. ბრიუსელში რომ ჩავიდა პირველი კარგია, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩამოიტანოს იქიდან, უბრალოდ ჟესტია ერთგვარი“, -განაცხადა ჰერმან საბომ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.