პრემიერ-მინისტრმა ჩაქვის ძალოსნობის ბაზა გახსნა

14
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩაქვის ძალოსნობის ბაზა გახსნა. ბაზისთვის აშენდა ახალი სამსართულიანი შენობა, რომელიც უზრუნველყოფილია ყველა სახის ინფრასტრუქტურით და ადაპტირებულია შეზღუდული შესძლებლობების მქონე პირებისთვის.

პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს 180 მაყურებელზე გათვლილ საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზებს. მეორე და მესამე სართულებზე გათვალისწინებულია საოფისე, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ნომრები ჩამოსული სპორტსმენებისთვის.

პროექტის ბიუჯეტი – 4 794 361 ლარია.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.