![Screenshot_3](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2024/01/screenshot_3-1-1068x598.jpg)
პოლონელმა ფერმერებმა დღეიდან უკრაინის საზღვართან მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს. როგორც ერთ-ერთმა პოლონელმა ფერმერმა განმარტა, ისინი საათში სამ სატვირთო მანქანას გაატარებენ, ხოლო პროტესტი 3 თებერვლამდე გაგრძელდება.
„ჩვენ არ მიგვიღია წერილობითი დასტური, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამიტომ განვაგრძობთ პროტესტს“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე.
მანამდე, მედიკაში პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი მივიდა და ფერმერებს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.
პოლონელი ფერმერები მთავრობას სიმინდის სუბსიდირების და სოფლის მეურნეობის გადასახადის შარშანდელ ნიშნულზე შენარჩუნებას სთხოვენ.