პოლონელმა გადამზიდავებმა უკრაინის საზღვარზე ორი გადასასვლელი პუნქტი სრულად დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქის“ გვერდზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სერგეი დერკაჩმა გაავრცელა.
საუბარია სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „იაგოდინოსა“ და „რავაზე“, სადაც სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილება შეწყვეტილია.
ამასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეები დაბრკოლების გარეშე ატარებენ ჰუმანიტარულ ტვირთს და სამგზავრო ტრანსპორტს.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ უკრაინელ გადამზიდავებს ევროკავშირში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა დაუწესონ. ეს სისტემა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიან ომამდე მოქმედებდა, თუმცა 2022 წლის თებერვალში ევროკავშირმა უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად ნებართვები დროებით გააუქმა. ახლა პოლონელი გადამზიდავები უკრაინელებისთვის დაწესებული შეღავათების მოხსნას ითხოვენ.