პლენარული სხდომა საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში სიმღერა „გაიღიმე“ შეასრულეს

17
spot_img

პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა.

პლენარული სხდომის დარბაზში გამოფენილია საქართველოს დროშები, დეპუტატებს კი ეროვნული ნაკრების მაისურები აცვიათ.

„ქართული ოცნების” დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ასევე შეასრულეს სიმღერა „გაიღიმე“(„ზღაპრის ბოლო კეთილია“).