,,პირობას ვდებ, ვფიცავ, რომ მე როგორც ერთი ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, დედა, შვილი, თქვენი მეგობარი და თანამებრძოლი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ესენი გავისტუმროთ!”- ხატია დეკანოიძე

10
spot_img

პირობას ვდებ, ვფიცავ, რომ მე როგორც ერთი ადამიანი, საქართველოს ერთი მოქალაქე, დედა, შვილი, თქვენი მეგობარი და თანამებრძოლი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ესენი გავისტუმროთ! – ასე მიმართა პარლამენტის წინ შეკრებულ აქციის მონაწილეებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძემ აქციაზე უმრავლესობის წევრების სია წაიკითხა და ის დეპუტატები დაასახელა, ვინც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს.

“რაც ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში გამოვიარეთ და რაც თქვენ შეძელით, ის სიძლიერეა, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება! – თქვენ ხართ გადამწყვეტი ამ ბრძოლაში!“, – მიმართა პარლამენტის წინ შეკრებილებს ხატია დეკანოიძემ. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით ( 4 – წინააღმდეგი) დაუჭირეს მხარი.