“ფულს ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, კეზერაშვილი იხდის ფულს და წავიდა ორკესტრი, რომ მიიღოს ახალი რეპერტუარი” – ბექა ოდიშარია

114
spot_img

ფულს ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, კეზერაშვილი იხდის ფულს და წავიდა ორკესტრი მის სანახავად, რომ მიიღოს ახალი რეპერტუარი და მესიჯები, მოქმედების გეგმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ოდიშარია გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და გიორგი ბოტკოველი კვიპროსში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.

„ასეთი ფრთიანი გამოთქმა არის, რომ ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. ამიტომ კაცი იხდის ფულს, შეუკვეთა მუსიკა და წავიდა ორკესტრი მის სანახავად, რომ ალბათ მიიღოს ახალი რეპერტუარი და მესიჯები, მოქმედების გეგმა. აბა, თავისით რა უნდა გააკეთოს პარტიის ახალმა თავმჯდომარემ?“ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.