“ფრონტზე 53 საბრძოლო შეტაკება მოხდა, რუსები ცდილობენ უკრაინის თავდაცვის გარღვევას”- უკრაინის გენშტაბი

27
spot_img

რუსმა ოკუპანტებმა 22-ჯერ სცადეს გაერღვიათ უკრაინის ჯარების დაცვა ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, – ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი იუწყება.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შეტყობინებაშია აღნიშნული, გასული დღის განმავლობაში 53 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მოწინააღმდეგემ 22 სარაკეტო და 79 საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

„ღამით რუსმა ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. ორი უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს“, – აღნიშნავენ გენერალურ შტაბში.

გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ დამპყრობელმა არ ჩაატარა შეტევითი ოპერაციები კუპიანსკის მიმართულებით, ხოლო ოკუპანტის სამი შეტევა მოიგერიეს ლიმანის და დონეცკის რეგიონის დასახლების მიდამოში, სადაც მან, ავიაციის მხარდაჭერით, სცადა უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის გარღვევა.

„ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს რვა თავდასხმა ლუგანსკის ოლქის ბილოგორივკას დასახლებების რაიონებში, სადაც მოწინააღმდეგე, ავიაციის მხარდაჭერით, ცდილობდა ტაქტიკის გაუმჯობესებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, ავდეევკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 13 თავდასხმა, სადაც ოკუპანტები, ასევე ავიაციის მხარდაჭერით, ცდილობდნენ უკრაინული ქვედანაყოფების ოკუპირებული ხაზებიდან განდევნას.

„ნოვოპავლოვსკის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ დამპყრობლის შეკავებას, სადაც ოკუპანტმა ავიაციის მხარდაჭერით 22-ჯერ სცადა გარღვევა“, – აღნიშნა გენერალურმა შტაბმა.

გარდა ამისა, ორეხოვოს მიმართულებით, ოკუპანტებმა ორი შეტევა განახორციელეს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციებზე.

„ხერსონის მიმართულებით მოწინააღმდეგე არ თმობს განზრახვას დაარტყას უკრაინელებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. გასული დღის განმავლობაში მან ორჯერ შეუტია უკრაინის ჯარების პოზიციებს“, – იტყობინება გენერალური შტაბი.

ამავდროულად, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ დაარტყა – პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 11 უბანს და მოწინააღმდეგის სამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს.

ასევე, სარაკეტო ძალების ნაწილებმა დააზიანა დრონების მართვის სამი პუნქტი, საზენიტო თავდაცვის სისტემა და ოკუპანტის საარტილერიო სისტემა.