ფრიდონ ინჯია პარლამენტს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს

22
spot_img

დეპუტატი ფრიდონ ინჯია პარლამენტს საქართველოს სახელმწიფო გერბზე გაკეთებული დევიზის „ძალა ერთობაშია“ შეცვლას და მის ნაცვლად, „ენა, მამული, სარწმუნოების“ დაწერას სთავაზობს.

შესაბამისი წინადადებით ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების განხილვისას გამოვიდა.

“გერბზე აწერია “ძალა ერთობაშია“. ხომ არ მოვიდა დრო, გერბზე დავაწეროთ “მამული, ენა სარწმუნოება“? ამით ჩვენ ბევრ რამეს გადავწყვეტთ. როგორც ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი?“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

როგორც ინჯიას პასუხად პლენარული სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლკსიმ აღნიშნა, მისი შეთავაზება ინიცირებულ კანონპროექტს არ ეხებოდა, მაგრამ თუ მას ამ თემაზე წინადადება ექნება, მოსმენისთვის მზად არიან.

“გერბის გადახედვა კონსტიტუციის გადახედვის რეჟიმშია“, – დასძინა გია ვოლსკიმ.