ფესტივალი “ეთნო ჯორჯია 2024”

121
spot_img

8 ივნისს, კახეთში, სოფელ შილდაში, ლევან მეფის ისტორიულ ციხე გალავნის ტერიტორიაზე ეთნო სპორტის ფესტივალი “ეთნო ჯორჯია 2024” გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ევროპის და აზიის ქვეყნები, რომლებიც თავიანთი ქვეყნების კულტურის საბრძოლველი ხელოვნებასა და ეთნო სამოსის პრეზენტაციას ჩაატარებენ.

ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ასევე დახვდებათ ქართული ტრადიციული მჭედლობა, ქართული იარაღის გამოფენა, ქართული საბრძოლო ხელოვნების “ხრიდოლისა” და ქართული ჭიდაობისა საჩვენებელი ორთაბრძოლები, ასევე სამზარეულოს მასტერკლასები და ქართული ღვინის დეგუსტაცია. საღამოს დაასრულებს გალა კონცერტი სუხიშვილების, თამარ გვერდწითელის, ოთო ბაზერაშვილის, ქართული პოლიფონიური ანსაბლის “შილდასა” და ანსაბლი “აშუღების” მონაწილეობით.

საქართველოს ჰიმნს შეასრულებს თამარ ივერი.

ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია წინაპარი. ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. საინფორმაციო მხარდაჭერა : მედია ჰოლდინგი  ,,ჯორჯიან თაიმსი“