“ფაქტია, რომ ოპოზიციისგან შემოთავაზებული პოლიტიკური იწილო-ბიწილოს გამო, მუდმივად გარდამავალ პერიოდში ყოფნა გვიწევს”

13
spot_img

ფაქტია, რომ ოპოზიციისგან შემოთავაზებული პოლიტიკური იწილო-ბიწილოს გამო, მუდმივად გარდამავალ პერიოდში ყოფნა გვიწევს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა. კითხვა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეხებოდა

„მათი განწყობაც და განზრახვაც ეგაა, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა გააჩინონ, რომლებიც შეიძლება შემოდგომაზე, მათი მოსალოდნელი მარცხის გათვალისწინებით, შეიძლება კარგი პლაცდარმი აღმოჩნდეს კრიტიკის გასავითარებლად. როგორც ჩანს, ამით არის ნაკარნახევი მათი მხარდაჭერა ისეთი მოდელისადმი, რომელიც ერთის მხრივ, მსოფლიოში არსად არ არსებობს და მეორეს მხრივ, ბადებს ისეთ ჩიხებს, როგორშიც ახლა ვიმყოფებით“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებენ.