,,პარტნიორები შანტაჟის ენით ერთმანეთს არ ესაუბრებიან” – მათიკაშვილი

8
spot_img

პარტნიორები შანტაჟის ენით ერთმანეთს არ ესაუბრებიან, მით უმეტეს იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ამდენად ნათელი და ცალსახაა, რომელიც ასევე იმ ქვეყნებში მოქმედებს, ვისგანაც ეს შანტაჟი და მუქარა მომდინარეობს და რომლის მარტივი შინაარსიც იმდენად ადვილი გასაგებია და იმდენად საჭიროა ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხის დადგენისთვის ქვეყანაში, რომ ამ მიმართულებით არსებული მსგავსი თავდასხმები ნამდვილად კონტრპროდუქტიულია, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ აშშ არ აპირებს იმ ადამიანების ვინაობის გასაჯაროებას, რომლებსაც სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. რამდენიმე ხნის წინ სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ დასანქცირდა შეერთებული შტატებიდან რამდენიმე მოსამართლე, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათი გვარებისა და სახელების სააშკარაოზე გამოეტანათ. ასეთი შეცვლა ტონში და დასანქცირებული პირების დაფარვა ცალკე მეტყველებს გარკვეულ მოცემულობაზე, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციას ახასიათებს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც არაერთ ათწლეულს ითვლის, პრაგმატული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული რელსებით გაგრძელდება და არ იქნება შანტაჟის, ძალადობის, ხელების გადაგრეხის და ამ ფორმით იძულების სახით წარმოდგენილი. დამერწმუნეთ, ეს თითოეული ქართველისთვის არის ძალიან მძიმედ გასაგები და აღსათქმელი, როდესაც ვინმე ასეთი ძალმომრეობის ენით გესაუბრება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.