პარტია „ხალხისთვის“ ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

294
spot_img

პარტია „ხალხისთვის“ ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში და მიიღო აქტი კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ცივილიზებული სახელმწიფოებს რომ წარმოვიდგენთ ასეთ აქტებს იღებენ იმისთვის, რომ შეაჩერონ ძალადობა ბავშვებზე და ბავშვების გატაცება (მაგ: ამერიკა). ჩვენთან, ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მიიღო აქტი კონკრეტულად ფარცხალაძესთან დაკავშირებით. თუმცა, არ მოვტყუვდეთ ეს ბრძანება არ ეხება მარტო ფარცხალაძეს. ამ ბრძანების ამოცანა არის სანქციებიდან დაიცვას ყველა ქართველი ოლიგარქი, რომელსაც მომავალშიც დაემუქრება სანქციები. ეს ბრძანება არაკონსტიტუციურია და გავყავართ დასავლური ერთობის სივრციდან. ჩვენ ვგეგმავთ გავასაჩივროთ ეს ბრძანება საკონსტიტუციო სასამართლოში და რა თქმა უნდა, ვუერთდებით საზოგადოებრივ პროტესტს ამ საკითხთან დაკავშირებით“, – წერს ანა დოლიძე.