პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირია დაკავებული – დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი

14
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე კანონდარღვევისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 11 პირი.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფორმებში და არ განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები, აქციის მონაწილეები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციელებს და მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა ბლაგვი საგანი, მათ შორის, ქვები და ბოთლები.

„აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. ასევე, დაზიანებულია სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი. ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა სპეციალური საშუალება – ე.წ. წიწაკის სპრეი“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, უზრუნველყონ პროტესტის კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატვა.