პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

14
spot_img

პარლამენტმა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დასძლია.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები კენჭისყრის შედეგით: 1 – მომხრე, 28 – წინააღმდეგი „ჩავარდა“. ამის შემდეგ კენჭი ვეტოდადებულ საკანონმდებლო პაკეტს უყარეს, რომელსაც ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

„საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, პარტიებს აღარ ექნებათ ვალდებულება იმისა, საარჩევნო სია გენდერული კვოტირების მოთხოვნის შესაბამისად დააკომპლექტონ. ამავე პროექტით, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა.

გენდერული კვოტირების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში “გირჩმა“ წარადგინა, რასაც სახელისუფლო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.